ანა ნაცვლიშვილი: აქციაზე ვართ პრეზიდენტის დავალებით

ანა ნაცვლიშვილი: აქციაზე ვართ პრეზიდენტის დავალებითყველა ფაქტი და გარემოება სპეცოპერაციასთან დაკავშირებით უნდა გახდეს ძალიან სწრაფი, მიკერძოებული და დეტალური შესწავლის საგანი, საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა განმარტა,”თეთრი ხმაურის მოძრაობისა”და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქციაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დავალებით იმყოფება, ვინაიდან თვალყური ადევნოს აქციას,სადაც მოქალაქეები საკუთარ უფლებებს კონტიტუცოურად გამოხატავენ.

“ჩვენ აქ ვართ პრეზიდენტის დავალებით. ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე აქციას. მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, რომ გამოხატონ თავიანთი აზრი, მათ შორის, პროტესტი და ეს უფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა სახელმწიფო უწყება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დღეს ადამიანებმა კონსტიტუციური უფლებებით შეუფერხებლად შეძლონ სარგებლობა. რაც შეეხება გუშინდელ მოვლენას, ყველა ფაქტი და გარემოება სპეცოპერაციასთან დაკავშირებით უნდა გახდეს ძალიან სწრაფი, მიუკერძოებელი და დეტალური შესწავლის საგანი. საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს” , – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.