ანა სუბელიანი: “არ გავჩერდებით და გავათენებთ ღამეებს”

ანა სუბელიანი: "არ გავჩერდებით და გავათენებთ ღამეებს"თანასწორობის მოძრაობის წევრმა, ანა სუბელიანმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილ მოქალაქეების სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მათი მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა.
„არ გავჩერდებით და გავათენებთღამეებს, რამდენი ღამის გათენებაც არ უნდა დაგვჭირდეს. რამდენი კვირაც არ უნდა დაგჭირდეს აქ ყოფნა, ვიდგებით კარვებით და მოვითხოვთ იმ მოთხოვნების შესრულებას, რომელსაც წარმოვადგენთ. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. კეთილი ინებოს პრემიერმა და იგრძნობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მანაც დატოვოს თანამდებობა იმიტომ, რომ ის არის პასუხისმგებელი იმ პოლიტიკურ კურსზე, რომელსაც ის ახორციელებს. დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია იმ სისასტიკეზე, რომელიც წუხელ განხორციელდა ჩვენს მიმართ,“ – ამბობს ანა სუბელიანი.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.