ბექა წიქარიშვილი: “ცრემლებს ვღვრი და ვეღარ ვაგრძელებ…”

“ერთადერთი სწორი გზა იყო ის გადაწყვეტილება რაც მივიღეთ, ამას რაციონალური გონების ძალითაც ვჭვრეტდი და ირაციონალური ინტუიციითაც ვგრძნობდი”, – ამის შესახებ  „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში – “ფეისბუქი” წერს.

“მეგობრებო, არც კი ვიცი რა ვთქვა… რამდენჯერაც შემოვედი და ჩამოვყევი პოსტებს, ცრემლების ღვრა მეწყება და ვეღარ ვაგრძელებ. მოვიცლი მოვლენების ჩემეული შეფასებისთვისაც, რა თქმა უნდა, ერთადერთი სწორი გზა იყო ის გადაწყვეტილება რაც მივიღეთ, ამას რაციონალური გონების ძალითაც ვჭვრეტდი და ირაციონალური ინტუიციითაც ვგრძნობდი. ვეძებ სიტყვებს როგორ გადაგიხადოთ მადლობა ამხელა მხარდაჭერისთვის და ვერ ვპოულობ მართლა. თქვენ ხართ ჩემი ძალა და უფლება”, – წერს წიქარიშვილი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.

marshalpress.ge