”ემიგრანტის შვილმა 60.000 ევრო მოიპარა, დედამისმა ამის გამო თავი მოიკლა” – შოთო სიხარულიძის პოსტი

2 საათის წინ შოთო სიხარულიძემ ფეისბუქში იტალიაში მცხოვრები 46 წლის თეა ნიკოლეიშვილის თვითმკვლელობის შესახებ დაწერა:

”ემიგრანტმა თავი მოიკლა ემიგრანტი შვილის გამო
თვითმკვლელობამდე, 46 წლის თეა ნიკოლეიშვილი შვილს საპატიმროში შეხვდა, რომელიც იტალიელმა სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
20 წლის, საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა გოგონა იტალიელმა სამართალდამცავებმა მოხუცის გაძარცვის ბრალდებით დააკავეს.
ფაქტი ტარანტოს პროვინციაში, ქალაქ მარკინა ფრანკაში მოხდა. სწორედ, ამ ქალაქშია დაპატიმრებული ქართველი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 20 წლის გოგომ ის მოხუცი გაქურდა, სადაც თავად მუშაობდა და სახლიდან მამაკაცის დანაზოგი 60.000 ევრო მოიპარა.
მედიის ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდამ ეს თანხა საქართველოში გადმორიცხა.
თუმცა, იტალიისა და საქართველოს სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის შედეგად, თანხა დაიბლოკა და პატრონს უკან დაუბრუნდა.
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.”