“ეს არის მცოცავი დიქტატურა, როდესაც ივანიშვილმა ქართული პოლიცია დაუქვემდებარა ბერას” – ხატია დეკანოიძე

"ეს არის მცოცავი დიქტატურა, როდესაც ივანიშვილმა ქართული პოლიცია დაუქვემდებარა ბერას" - ხატია დეკანოიძე“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის შეფასებით, “კლუბში გასართობად მისულ ახალგაზრდებს სპეცრაზმი სასტიკი ფორმებით გაუსწორდა”.

ენმ-ს წარმომადგენელი გუშინ მომხდარ ფაქტზე სრულ პასუხიემგებლობას შინაგან სამეთა სამინისტროს აკისრებს და ამბობს, რომ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციები დიქტატორული მეთოდებია.

„არსად ცივილიზებულ სამყაროში, დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება ნარკორეალიზატორებთან იმ მეთოდებით ბრძოლა, რა მეთოდებიც გუშინ ვიხილეთ. ეს არის ღამის კლუბების დარბევა, ახალგაზრდების მანქანებში ჩატენვა, უდანაშაულო ადამიანების და პოლიტიკოსების დაკავება. ეს არის მცოცავი, მზარდი დიქტატურა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ქართული პოლიცია დაუქვემდებარა ბერას და გასაგებია, რატომ ჩატარდა, ვითომდა, ეს სამარცხვინო სპეცოპერაცია. ეს არის იდიოტიზმი და ოროსნობა ზუსტად შსს-ს მხრიდან, როდესაც ნარკორეალიზატორებს ღამის კლუბების დარბევით ებრძვიან,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ