მალხაზ პატარაიამ ფეისბუქზე დაწერა დამელიტონ ქანთარიას სახლის ფოტოც გამოაქვეყნა:
“700 ათასი ქართველიდან 400 ათასი შეაწყვიტა საბჭოთა იმპერიამ მეორე მსოფლიო ომს. მათ შორის ჩემი ბაბუა ვლადიმერ ნადარაიაც იყო. საქართველო ერთადერთია მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნებიდან, რომელმაც მთლიან მოსახლეობასთან შეფარდებით ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.
შეადარეთ სხვა ქვეყნების სახედრო დანაკარგებს:
აშშ – 405 ათასი (17 მილიონიდან);
იტალია – 374 ათასი (3 მილიონიდან);
ბრიტანეთი – 326 ათასი (6 მილიონიდან),
საფრანგეთი – 253 ათასი (6 მილიონიდან).
დაგვიფასეს რუსებმა ეს უზარმაზარი მსხვერპლი. აფხაზეთი და შიდა ქართლი წაგვართვეს მათ შთამომავლებსა და დედაბუდიანად ამოგვძირკვეს ძირძველი ქართული მიწებიდან.
აგერ, კიდევ ერთი დაფასება. ეს ბერლინის რაიხტაგზე გამარჯვების დროშის აღმმართველი მელიტონ ქანთარიას სახლია ოჩამჩირეში.
1945 წელს ფაშიზმი არ დამარცხებულა. განაგრძო არსებობა საბჭოთა იმპერიისა და რუსეთის ფედერაციის სახით. უკვე რუსულ ფაშიზმს 1992 წლიდან დღემდე 30 ათასამდე ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა.
ეს ფოტო რუსი ბარბაროსების მადლიერების თვალსაჩინო დადასტურებაა.”

