აშშ-ში გიორგი ერისთავს დანაშაულთან ბრძოლაში შეტანილი წვლილის გამო 14 მაისს თვის საუკეთესო ოფიცრის სტატუსი მიენიჭა. რამდენიმე დღის წინ გიორგიმ ერთ-ერთ წარმატებულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, რომლის დეტალებზეც ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის წესების თანახმად არ საუბრობს.
_ როდესაც შევიტყე, რომ თვის საუკეთესო ოფიცრად დამასახელეს, რა თქმა უნდა დადებითი ემოციები მქონდა, რადგან წახალისება და აღიარება ყველა პროფესიაში აუცილებელია, განსაკუთრებით პოლიციელისთვის. ახლა ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერი ვარ. მომავალში მინდა, დეტექტივი გავხდე და პარალელურად უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხისთვის სავარაუდოდ, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებაზე გავაგრძელო სწავლა”, – აღნიშნავს გიორგი ერისთავი, – აღნიშნავს გიორგი.
გიორგი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, 2009 წელს კი თბილისიდან ნიუ-ჯერსის შტატში გაემგზავრა და სკოლა იქ დაამთავრა.
ყველა სიახლე