გორში ძმები დაჭრეს

გორში ძმები დაჭრესგორის მუნიციპალიტეტში ძმები დაჭრეს. ,,დიანიუსის” ინფორმაციით, 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ტყვიავში ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს. დაჭრილი ახალგაზრდები სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილები. როგორც ,,დიანიუსს” ,, გორმედში” განუცხადეს ერთ-ერთ დაზარალებულს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და ქირურქიული ოპერაცია ამ წუთებში უკეთდება. რაც შეეხება მეორე დაჭრილს, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 117 და 118 მუხლებით მიმდინარეობს. უწყების ცნობით ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დიანიუსი