დავით სერგეენკოს პირველი მოადგილის თანამდებობას პროფესორი ზაზა ბოხუა დაიკავებს.
იგი ამ დრომდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი იყო.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის კიდევ ერთი ახალი მოადგილე – მიხეილ დუნდუა იქნება. იგი ამავდროულად სოციალური მომსახურების სააგენტოს უხელმძღვანელებს. მიხეილ დუნდუა დღემდე თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი იყო. მან ამ პოზიციაზე ზაზა სოფრომაძე შეცვალა.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ზაზა სოფრომაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ახალი მოადგილეები, ზაზა ბოხუა და მიხეილ დუნდუა უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგნენ.

