ხათუნა გეგეჭკორი – ”გერმანელმა მოსამართლემ ქართველ პატიმარს უთხრა, მეც თქვენსავით მოვიქცეოდიო… პატიმარი ატირდა…”

4 მაისს ხათუნა გეგეჭკორმა ფეისბუქში ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

”მეგობარს სათარგმნელად წავყევი სასამართლოზე. შემოიყვანეს პატიმარი, წაუკითხეს ბრალდება – საბუთების გაყალბება, გერმანიაში შემოსვლა ყალბი პასპორტით, ბანკის ანგარიშის გახსნა ყალბი პასპორტით, სამედიცინო დაზღვევა ყალბი პასპორტით (გერმანიაში ეს არის ძალიან სეიოზული დანაშაული).

პროკურორმა – განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულისთვის 1 წელი და 5 თვვე ციხეო, მერე ადვოკატმა დაიცვა და ბოლოს ქართველი პატიმარიც ასაუბრეს:

ეს მქვია, ამ დროს დავიბადე, ეს სკოლა დავამთავრე, სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, მერე სამშობიაროში ვიმუშავე ექიმად, მერე სამსახური დავკარგე, ორი შვილი მყავს, ერთი ავადმყოფი, გავყიდე მანქანა და სახლი, მაგრამ მაინც ფული მჭირდებოდა, გერმანიაში პაკეტების დამტარებლად შემომთავაზეს ჯობია თუ ხორვატიული პასპორტი მექნებოდა და რა მექნა გავაყალბეო, ფოსტალიონად ვმუშაობდი და ბავშვებს ბინის ქირას ვუხდიდიო 🙁 მერე პაუზა, მოსამართლე აჯამებდა მონაცემებს და ბოლოს თქვა, თქვენ რომ გერმანიში დაბადებულიყავით, ალბათ შეიძლება რომელიმე საავადმყოფოში მთავარ ექიმად გემუშავათო, რადგან სამწუხაროდ საქართველოში საშუალება ვერ იპოვეთ ავადმყოფი შვილისთვის მიგეხედათ, ევროპაში ფოსტალიონობა გადაწყვიტეთო, ეს სასოწარკვეთილი ადამიანის საქვიელიაო….და ბოლოს თქვა – თქვენს ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდიო!!! პატიმარი ტიროდა, ყველამ თავი ჩახარა, მე სანამ ქვითინს ავტეხავდი, სასწრაფოდ დავტოვე დარბაზი….”

პოსტის კომენტარებში ვკითხულობთ, რომ მოსამართლემ ქართველი ემიგრანტი სასჯელისგან გაათავისუფლა. თუმცა, კანონის თანახმად მას გერმანიის დატოვება მოუწევს.