საქართველოში არსებული მედიაგარემოს შესახებ ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის მერე აღარ ხორციელდება ,,მედიის შტურმი“, მაინც ხდება მედიის მიმართ არაძალადობრივი სირთულეების შექმნა.
„2012 წლის მერე მედია გარემო გათავისუფლდა და მედიის შტურმები აღარ ხორციელდებოდა, თუმცა რაღაცა ტიპის არაძალადობრივი, მაგრამ სირთულეების შექმნა მედიის მიმართ მაინც ხდება და ჰკითხეთ მედიის წამომადგენლებს, ისინი სტრესის რეჟიმში მუშაობენ, მუდმივად იმ მოლოდნში, რომ რაღაც სირთულეები იქნება“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

