ქეთევან ენუქიძე – “რამაზ საყვარელიძემ ვერბალური ფაღარათით შეურაცხყო არასამთავრობო სექტორი”

ქეთევან ენუქიძე - "რამაზ საყვარელიძემ ვერბალური ფაღარათით შეურაცხყო არასამთავრობო სექტორი"„შეაჩერე კორუფციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე სოციალურ  ქსელში წერს:

„ბაბუაჩემი ვლადიმერ სეხნიაშვილი იყო.
ეხლა დაუკვირდით სახელს და გვარს.
სახელი საეჭვოდ ემთხვევა პუტინისას, გვარი კი, თუ რუსული დაბოლოებით წარმოვადგენთ, “დათა თუთაშხიას” მტრის, სეხნიევის, გვარს.
ჩემი ეს აღიარებითი ჩვენება გადაეცით ბებერ პერდუნს, რამაზ საყვარელიძეს, როგორც კიდევ ერთი მტკიცებულება.
იქვე აუხსენით, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია არ ფინანსდება, მით უმეტეს, არ ემსახურება ვინმეს ვიწრო ინტერესს.
თუ გააცნობიერებს, რომ თავისი ვერბალური ფაღარათით შეურაცხყოფა მიაყენა არასამთავრობო სექტორს, კარგი იქნება.
ვარდების რევოლუციამ კი შეცვალა შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც, ალბათ, მის ტკბილ მოგონებებთან არის დაკავშირებული.
აქვე დავამატებ:
მე არ მაფინანსებს სოროსის ფონდი, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ და საერთოდ არ მაინტერესებს ვინმე გონებაშეზღუდული “შაიკის” აზრი ამასთან მიმართებით.
არა მხოლოდ ეს აზრი!
საერთოდ, ვინმეს აზრი იმასთან მიმართებით, ვინც ვარ და რასაც ვაკეთებ.
ამიტომ არ მაქვს არავითარი თმენის ვალდებულება არც ექსპერტების, არც ჟურნალისტების და არც პოლიტიკოსების მიმართ.
ყველა მიიღებს ისეთ პასუხს, როგორსაც იმსახურებს – პირდაპირი ეთერით იქნება, პრესით თუ სოციალური ქსელით….“

fti.ge