რუსთაველზე ვითარება ძალიან დაიძაბა – კონტრაქცია პარლამენტის აქციას დარბევით დაემუქრა

რუსთაველზე ვითარება ძალიან დაიძაბა - კონტრაქცია პარლამენტის აქციას დარბევით დაემუქრაკონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ შეკრებილებს ტერიტორიის დასატოვებლად 1 საათის ვადა მისცეს. სხვა შემთხვევაში კი ისინი რადიკალურ ზომებს გამოიყენებენ.

ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეებს შორის პოლიციელთა კორდონია გაკეთებული. სიტუაცია კი უფრო და უფრო იძაბება.

ადგილზე პოლიცია და დამატებითი ძალები არიან მობილიზებულები.

ნეონაცისტური მოძრაობის წევრები თეთრი ხმაურის აქციის მონაწილეთა ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობენ.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მეორე დღეა თეთრი ხმაურის მოძრაობა საპროტესტო აქციას მართავს, რომელიც კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება, რა დროსაც შსს-ს ცნობით, 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ და ითხოვენ, რომ მომხდარზე განმარტება პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთოს.

დღეს თხმ-ის შეკრების კონტრაქციებიც გაიმართა.  ერთ-ერთი კონტრაქციის ორგანიზატორი გიორგი გაბედავა კი ცოტა ხნის წინ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.

ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.