სერგეენკო: თანამდებობის პირებს მოკრძალებული რეზიდენცია უნდა ჰქონდეთ

სერგეენკო: თანამდებობის პირებს მოკრძალებული რეზიდენცია უნდა ჰქონდეთსაქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს და თანამდებობის სხვა პირებს მაქსიმალურად მოკრძალებული რეზიდენცია უნდა ჰქონდეთ.

“ჩემი ღრმა რწმენაა, რომ მაქსიმალურად მოკრძალებული რეზიდენცია და პრივილეგიები უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრს თუ ვინმე სხვას”,- განაცხადა სერგეენკომ.

დღეს ვაკის პარკში ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეს უნდა შევიდეს თუ არა გამარჯვების შემთხვევში “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი პრეზიდენტის რეზიდენციაში (ავლაბარში).

ამ შეკითხვაზე ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ამის გადაწყვეტაში ჩართული უნდა იყოს მომავალი პრეზიდენტი და ეს კონსულტაციებით გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ როდესაც გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში “შესვლა” გადაწყვიტა, ამ ფაქტს ქართული ოცნების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის შემოდგომას გაიმართება.