პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი, უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის სურვილს ეხმაურება, რომელიც მან ერთ-ერთ გადაცემაში გააჟღერა.
მაღრაძე ამბობს, რომ სიამოვნებით ჩაერთვებოდა საკანონმდებლო რეგულაციებში, რომელიც ჭარბწონიანობის დონის შემცირებისკენ იქნებოდა მიმართული:
“თუ ხალხზე ზრუნავთ ჭარბწონიანობა კი არა , პენსია გაზარდეთ, ოჯახები არსებობენ საქართველოში, რომლებიც, მხოლოდ პურით – ბურღულეულით არსებობენ და იკვებებიან გაჭირვებისგან, ხორცი, რა არის აღარ იციან. ამერიკას, სხვა რეგულიაციებში მიბაძეთ, მიბაძეთ კანონის უზენაესობაში, კორუფციასთან ბრძოლაში, ადამიანის უფლებების დაცვაში( მოხუცებისთვის- უზრუნველი სიბერის მოგვარებაში ) პენსია გაზარდეთ, პენსია, ლამის მთელი საქართველო ბანკშია ჩაბარებული!!!!! რა დროს ეს არის? რა ცინიზმია, სად ცხოვრობთ? სხვა ქვეყანაში?- კრეტინიზმს და ცინიზმს საზღვარი არ აქვს!!!- დასცინით ხალხს????თქვენ სიამოვნებით ჩაერთვებით ჭარბწონიანობის რეგულიაციებში არაა? აი მე კი, სიამოვნებით ჩავერთვები თქვენს “აყირავებაში” , თან , რაც შეიძლება დროულად – ” ინტელექტუალებით” დახუნძლული ხელისუფლება”-წერს თაკო ჩარკვიანი
ცნობისთვის: საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის თქმით, სიამოვნებით ჩაერთვებოდა საკანონმდებლო რეგულაციებში, რომლებიც მოსახლეობაში ჭარბწონიანობის დონეს შემაცირებდა.
გურიის მოამბე

