„უმარტივესი სცენარი იყო… მამიკო, ჩემზე ცუდებს ამბობენ და… მიხედე რა.. შე იდიოტო თუ 3 თვე უთვალთვალებ ბარიგებს სხვაგან აიყვანე, კლუბში ავტომატით რატო შედიხარ…“

„უმარტივესი სცენარი იყო... მამიკო, ჩემზე ცუდებს ამბობენ და... მიხედე რა.. შე იდიოტო თუ 3 თვე უთვალთვალებ ბარიგებს სხვაგან აიყვანე, კლუბში ავტომატით რატო შედიხარ...“ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა. საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, თუკი სამართალდამცავები 3 თვე ნარკორეალიზატორებს უთვალთვალებდნენ, რატომ გახდა ღამის კლუბებში, სადაც უამრავი ტურისტი შედის, ავტომატებით შევარდნა და არა სხვა ადგილზე მათი აყვანა.
გუშინდელ ფაქტს ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება სამშენებლო კომპანია ,,m2 კვადრატის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით გორგილაძე:

“1. უმარტივესი სცენარი იყო – „მამიკო, ჩემზე ცუდებს ამბობენ და ჩემს სიმღერებს აღარ დაალაიქებენ და მიხედე რა”.

2. ვინც კომუნიკაციაში ოდნავ მაინც ერკვევა, იოლად დაინახავდა, რა საბჭოური გათვლა ჰქონდათ: შევალთ, ესენი გაბრაზდებიან და კამერის წინ საყურეებიანი ბიჭები და სვირინგებიანი გოგოები დაგვიწყებენ ჩხუბს. იქნებიან არაფხიზელ მდგომარეობაში, იყვირებენ და ხალხი იოლად შეჭამს იმას, რო მანდ ცოდვის კალო ტრიალებს.

3. შესაბამისად, ნუ იფიქრებთ, რომ ამ კდრებით პოლიციის სისასტიკე ჩანს საშუალო სტატისტიკური ქართველის თვალში. მანდ ჩანს, რომ „გაფუჭებულ” ახალგაზრდებს ჭკუა ასწავლეს და გამოსწორების გზაზე დააყენებენ.

4. შე იდიოტო და მავნებელო, თუ 3 თვე ბარიგებს უთვალთვალებ და ვიდეო მტკიცებულებები გაქვს, კლუბში ავტომატებით რატო შედიხარ. სხვაგან აიყვანე თუ აყვანა გინდა.

5. ბასიანი სახინკლე არ გეგონოთ. ევროპელი ტურისტების უდიდესი ნაწილი თბილისში სწორედ ბასიანის გამო ჩამოდის. ისევე, როგორც ბერლინში მიდის ხალხი ბერგჰაინის გამო.

6. თავი მოვიჭერით ფეხებამდე და ასე რომ იქნებოდა, ეს იცოდა ყველამ, ვინც ამაზე ბრძანება გასცა. და, თუ არ იცოდა, ესეიგი დებილია და მანდ არ უნდა მუშაობდეს.

7. ეგ „საყურეებიანი ბიჭები” და „სვირინგიანი გოგოები” ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, იხდიან გადასახადებს და არაფერს უშავებენ სხვას (თქვენგან განსხვავებით). პარასკევ საღამოს, იმ სტრესის გამო, რომელმაც ლამისაა ყველა გაგვსრისოს საქართველოში, უფლება აქვთ განიტვირთონ და თქვენ ეს უფლება წაართვით. ეს არის ბანძობა და გოიმობა.

8. არეკლამეთ ახლა ძველი თბილისის ხედები, მოკუკლავებული აბანოთუბანი, ატრიალეთ ფერებგასწორებული კლიპები, რომ საქართველო რაინდების ქვეყანაა, ღვინის ქვეყანა, ვაჟკაცების ქვეყანა და როცა ტურისტი ჩამოვა, დაახვედრეთ ავტომატის ლულა.

9. ფუ.” – წერს გორგილაძე.