ზვიად კვაჭანტირაძე – ”გვაჩვენეთ ნარკობარიგების მაღალჩინოსანი მფარველები, თორემ ამ სპეცოპერაციას აზრი ეკარგება”

ზვიად კვაჭანტირაძე - ”გვაჩვენეთ ნარკობარიგების მაღალჩინოსანი მფარველები, თორემ ამ სპეცოპერაციას აზრი ეკარგება”ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება მმართველი პარტიის წევრი, დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე.

„იმედი მაქვს 8 ნარკობარიგის დაკავებით არ დამთავრდება დღეს ჩატარებული ერთდროული სპეცოპერაცია და თუ იგი ბარიგების მაღალჩინოსან მფარველებზე არ გაიყვანს გამოძიებას, მაშინ ამ სპეცოპერაციის ეფექტი და მიზანშეწონილობა საკამათო გახდება ჩემთვისაც.

დღეს ვერავინ დააჯერებს საზოგადოებას, რომ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა/გასაღებას “კრიშები” არ ყავს. დადგა დრო მათი სახეები გვაჩვენოთ!

ველოდებით სწრაფ გამოძიებას! ისედაც ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ“ -წერს ზვიად კვაჭანტირაძე.

ნიუპოსტი