ივან რაკიტიჩი ბარსელონადან წასვლას არ აპირებს

ივან რაკიტიჩი ბარსელონადან წასვლას არ აპირებსბარსელონას ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა განაცხადა რომ ის ბარსელონადან წასვლას არ აპირებს. რაკიტიჩის თქმით პსჟ ძლიერი გუნდია, მაგრამ იქ გადასვლა მის გეგმებში არ შედის:
”ბარსელონაში ბედნიერი ვარ და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. სხვა გუნდების მხრიდან ყურადღება სასიამოვნოა, მაგრამ მე ბარსელონას ფეხბურთელი და ეს სრულიად მაკმაყოფილებს”–განაცხადა ივან რაკიტიჩმა.
რაკიტიჩის ტრანსფერში პსჟ მზად არის 90 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ ჯერჯერობით ბარსელონა რაკიტიჩის გაყიდვას არ აპირებს.