ხატია დეკანოიძემ ფეისბუქში დაწერა:
“სამი წლის წინ ჩემმა მშობლებმა თბილისში ძველი სახლი გაყიდეს და ყვარლის მთებში პატარა სახლი იყიდეს. შეეჭიდენ რეზიკო და მარინა მიწას, ვენახს, ხეხილს და დღეს ყველაზე ბედნიერები იქ არიან. ყველაფერი მოჰყავთ, ყველაფერი აქვთ და ხალისით შრომობენ ეზოს ყველა ნაკუწზე. თუ შეხვდებით, აუცილებლად გეტყვიან, რომ თბილისში ვეღარ ძლებენ.. ჰყავთ ფისო “მარგალიტა”, პატარა ძაღლი “ხალისა”. დილიდან დედა ასე იწყებს მათთან ბაასს: “ჩემო ოქროებო სად ხართ?” არსად ასე არ მიყვარს ყოფნა როგორც აქ, ყვარლის მთებში და ჩემს ყველაზე საყვარელებთან. ჩემი დედა მარიამია და ეს დღეც მიყვარს.”

