მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში მეორედ დაიბარეს

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მეორედ დაიბარეს. ის ამჯერად ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერის საქმეზეა დაბარებული, რომელზეც რამდენიმე კვირის წინ სასამართლომ განაჩენი უკვე გამოიტანა.