პროკურორი გივი შენგელია, რომელმაც გიორგი მეტრეველი ცემა, მიხეილ ჯანელიძის მამიდაშვილია

პროკურორი გივი შენგელია, რომელმაც გიორგი მეტრეველი ცემა, მიხეილ ჯანელიძის მამიდაშვილია24 აგვისტოს წყალტუბოში პროკურორმა გივი შენგელიამ გიორგი მეტრეველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა.

“რუსთავი 2”- ის ინფორმაციით, გივი შენგელია საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ახლო ნათესავია.

შენგელიას ოჯახი დეტალებზე არ საუბრობს და გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს.
„ბატონი გივი მთავარმა საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა, საქმეს იძიებს მთავარი პროკურატურის გენერალური ისპექცია. მე ვფლობ იმ ინფორმაციას, რასაც ავრცელებს მთავარი პროკურატურა. შესაბამისად, სრულ ნდობას ვუცხადებ გამოძიებას და ველოდები გამოძიების შედეგს.

მიხეილ ჯანელიძე იყო საგარეო უწყების ხელმძღვანელი და, შესაბამისად, მისგან არანაირი მფარველობა არ ყოფილა“ – განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელიამ, რომელიც გივი შენგელიას ძმაა.

გივი შენგელიას მეუღლე ადასტურებს, რომ გივი შენგელია მიხეილ ჯანელიძის მამიდაშვილია, თუმცა ნათია ბაკურაძე ამბობს, რომ ჯანელიძე მის მეუღლეს არასოდეს დახმარებია.

“მიხეილ ჯანელიძეს რომ ემფარველა, ის იყო მისი მკვიდრი მამიდაშვილი, ჩემი ქმარი იქნებოდა ან ქალაქის პროკურორი ან ოლქის პროკურორი ძალიან მაღალ თანამდებობაზე…. ყველაფერს თავისით მიაღწია და არ იყო ისეთ მაღალ თანამდებობაზე, როგორც შეეფერებოდა მინისტრის ნათესავს,“ – ამბობს ნათია ბაკურაძე.

კურიერის კიდევ ერთ ინფორმაციას, რომ შენგელიამ აღნიშნულ ინციდენტამდე კიდევ ერთი პირი დაჭრა, ოჯახი არ ადასტურებს.