“ზუზუს ლიფტიდან ფეხები ნახევრად ჰქონდა გარეთ” – მსახიობის გარდაცვალების ახალი დეტალები

"ზუზუს ლიფტიდან ფეხები ნახევრად ჰქონდა გარეთ" - მსახიობის გარდაცვალების ახალი დეტალებიმსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების ძესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ახლობლების ინფორმაციით, მსახიობი დოლიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტში ნახა გარდაცვლილი.

ჯერჯერობით უცნობია გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. მეგობრები კონკრეტულ ვერსიებზე ვერ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ მსახიობს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

„აქ მცხოვრებმა ლიფტი გამოიძახა და არ ჩამოდიოდა ლიფტი, ავიდა და მესამე სართულზე იყო, ნახევრად ფეხები ჰქონდა გარეთ. გამოიყვანა, ეცადა მოსულიერებას, ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა, მაგრამ, სამწუხაროდ, გვიან იყო უკვე ძალიან,“ – განაცხადა ჟურნალისტმა, მაკა რაზმაძემ.

შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.