“ამერიკაში ქართველ მძღოლებს მგზავრები გაუპატიურებას აბრალებენ – დაიჭირეს ქართველი კაცი და ათასობით დოლარი გადაახდევინეს”

"ამერიკაში ქართველ მძღოლებს მგზავრები გაუპატიურებას აბრალებენ - დაიჭირეს ქართველი კაცი და ათასობით დოლარი გადაახდევინეს"აშშ-ში მცხოვრებმა გიორგი ნიკოლაიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა:

“Uber/Lyft მძღოლების საყურადღებოდ: უკვე მეორე ქართველს შეექმნა სერიოზული პრობლემა. საქმე იმაშია, რომ უნამუსო მგზავრები, გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების მიზნით, კომპანიაში ჩივიან თითქოს მძღოლი ცდილობდა მათ გაუპატიურებას.

ძირითადად ერჩიან იმ მძღოლებს, რომლებიც ვერ საუბრობენ ინგლისურად (სამწუხაროდ, ქართველი მძღოლების უმრავლესობამ არ იცის ინგლისური). დაიჭირეს ქართველი კაცი, მოუწია ერთი ღამის გათენება წინასწარი დაკავების იზოლატორში, ათასობით დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. საქმე იმაშია, რომ 100%_ით გამართლების შემთხვევაშიც კი რამდენიმე წელი ვერ მიიღებთ მწვანე ბარათს (ვისაც არ გაქვთ) ან ვერ გახდებით ამერიკის მოქალაქე (ვინც არ ხართ მოქალაქე).

ამიტომ გამოსავალი ერთ რამეშია: აუცილებლად შეიძინეთ ორმხრივი გადაღების კამერა და მუდამ ჩართული გქონდეთ ავტომობილში მუშაობის პროცესში. ეს არის ერთადერთი გზა თქვენი სიმართლის დასამტკიცებლად.

გთხოვთ გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, რათა ბევრმა ქართველმა მძღოლმა გაიგოს!”