ანიტა რაჭველიშვილი: „ვინ არის ამ დიდი აფიორის ორგანიზატორი… ასეთ დიდ ტყუილებს აფინანსებს ჩვენი მთავრობა!”

ქართველმა საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი ფესტივალ „და არს მუსიკა“-ს ორგანიზატორებს უპირისპირდება. რაჭველიშვილი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ფესტივალში არ მონაწილეობს, მისი სახელი მონაწილეთა სიაშია. მომღერალი კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას მიმართავს და ფესტივალის ორგანიზატორების წინააღმდეგ საჩივრის შეტანას აპირებს

“ჩემს ხელში აღმოჩნდა ეს დოკუმენტი!
არ ვიცი ვისი პასუხსმგებლობაა და ვინ არის ამ დიდი აფიორის ორგანიზატორი,მაგრამ ის ვიცი ზუსტად რომ ჩემი სახელი ჩაიწერა ამ ვითომ ფესტივალის სიაში და მე ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით რომ ამ ფესტივალის ორგანიზატორებთან არანაირი საუბარი არასდროს არ მქონია და ამ ფესტივალში მონაწილეობას არასდროს დავთანხმებულვარ!

უამრავი ნიჭიერი ადამიანია საქართველოში და ორ თეთრს ვერ შოულობს რომ რაიმე გააკეთოს და აი ასეთ დიდ ტყუილებს აფინანსებს ჩვენი მთავრობა!
ნეტავ რატომ იხარჯება თანხები აფიორაზე?! რაზეა დაფუძნებული კულტურის სამინისტროს ან რომელიმე სხვა ინსტანციის თანხმობა ასეთი ფესტივალების ორგანიზებისას?! უბრალოდ ვიღაცის სიტყვა რომ ესა და ეს ადამიანები მომყავს და მომაწეობას მიიღებენ?! ანუ ლაქლაქში და ტყუილში გაიცემა ფული?!
ეს კრიმინალია!
ჩემი ადვოკატი უკვე გავაფრთხილე და ძალინ მალე გავარკვევთ ვინ არის ორგანიზატორი და საჩივარიც არ დააყოვნებს! ასეთი რაღაცეები სულ ხდება და სულ დაუსჯელი რჩება ის ადამიანი ვინც ბედავს მაგავს კრიმინალს!
საზღვარგარეთ ამაზე ციხეა და ისე გავაკეთებ რომ საქართველოშიც არ აცდეს ციხე ადამიანს რომელიც მოქალაქეების მიერ წვალებით გადახდილ გადასახადს ბიუჯეტში აი ასეთი აფიორისა და პირადი სიამოვნებითვის იყენებს!
მეგობრებო გადახედეთ სიას,თვენს თავებსაც აღმოაჩენთ ამ სიაში და დარწმუნებული ვარ ბევრისთბის სიურპრიზი იქნება! …” წერს ანიტა რაჭველიშვილი და “ფეუსბუქის” საკუთარ გვერდზე დოკუმენტს აქვეყნებს.