“დადიოდა და ითხოვდა, მოითხოვდა, სანამ თავადაც არ გატყდა და დაიშალა”

ფეისბუქში ზურიუს სტეფანიუსმა დაწერა:

“ყოველ ასეთ თარიღზე, რომელიც აფხაზეთს უკავშირდება, მახსენდება ჩემი სოფლელი კაცი, რომელმაც შვილი აფხაზეთის ომში დაკარგა და მერე საკუთარი ხელით გადმოიყვანა. დიდი, თოვლისბაბუასავით დიდი წვერი, წარბები და მუდმივად მოწყენილი სახე. მუდმივად გზაში და მუდმივად ფეხით.. დადიოდა და ითხოვდა დაფასებას, ყურადღებას, არა თავისთვის, არამედ შვილისთვის, რომელმაც თავისი ახალგაზრდობა ამ ქვეყნას დაუთმო. დეტალები კარგად არ მახსოვს, მაგრამ ეს სულისკვეთება არ მავიწყდება.. უნდოდა მისი შვილის სახელი სკოლას დარქმეოდა, მემორიალზე სურათი ყოფილიყო, მხოლოდ ასეთი მოთხოვნები ჰქონდა. არამატერიალური, არაფინანსური.. მაგრამ არ უსმენდნენ, ყველა პატივს სცემდა, მაგრამ მაინც დადიოდა და ითხოვდა, მოითხოვდა, სანამ თავადაც არ გატყდა და დაიშალა.
წაგებულია თუ მოგებული, კარგი ომი არ არსებობს, ყველა საშინელია, სისხლით სავსე და ტანჯვით, რომელსაც შემდეგ სხვა ადამიანები განიცდიან, რომლებიც აღარავის აინტერებს.
ყველაფერი გაკეთდა, მემორიალიც, სკოლაში სახელობითი ოთახიც. აღარ იყო მხოლოდ თავად, თოვლისბაბუასავით დიდი წვერით, წარბებით და მუდმივად მოწყენილი სახით..

ეს არის ომი და ომს მიღმა მყოფი ადამიანები, რომლებიც დადიან და არ ჩანან, ყვირიან და არ ესმით.”