ნაჯა ორაშვილი – “დღეს ბასიანთან პოლიციამ დამფუძნებლები და ტურისტები დააკავა… სამუდამოდ უნდა დავტოვო ეს ქვეყანა…”

ნაჯა ორაშვილი - "დღეს ბასიანთან პოლიციამ დამფუძნებლები და ტურისტები დააკავა... სამუდამოდ უნდა დავტოვო ეს ქვეყანა..."რამდენიმე საათის წინ ნაჯა ორაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ბოლო პერიოდია ბასიანთან კრიმინალური პოლიცია სისტემატიურად აკავებს კლუბში მოსულ ადამიანებს. მაგრამ დღეს განსაკუთრებული სისასტიკით იქცევიან. რამდენიმე ათეული ადამიანი გაჩხრიკეს და დააკავეს მიმდებარე ტერიტორიიდან. მათ შორის კლუბის დამფუძნებლები და ტურისტებიც. ტერორი გრძელდება. პრინციპში მაისის შემდეგ არც შეწყვეტილა. უკვე დანამდვილებით ვფირობ, რომ სამუდამოდ დავტოვო ქვეყანა და ჩემი ხელით დავხურო ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი. სათქმელიც აღარაფერი დაგვრჩა. ღამის ეკონომიკა არა ისა. არაფრის ღირსია ეს ქვეყანა.”