როჯერ ფედერერი ჯონ მილმანთან დამარცხდა

როჯერ ფედერერი ჯონ მილმანთან დამარცხდაშვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი ამერიკის ღია პირველობას გამოეთიშა. როჯერი მერვედფინალში აქვსტრალიელ ჯონ მილმანთან დამარცხდა 4 სეტში, ანგარიშით 6:3, 5:7, 6:7, 6:7.
ფედერერმა შეხვედრა კარგად დაიწყო და პირველი სეტში მას მოგება არ გასჭირვებია, მაგრამ ამის შემდეგ შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა უჩვეულოდ ბევრი უნებლიე შეცდომა დაუშვა, რითიც მილმანმა კარგად ისარგებლა.
მილმანის მომავალი მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება. ჯოკოვიჩმა თავის მხრივ პორტუგალიელი ჟოაო სოუსა საკმაოდ ადვილად, სამ სეტში დაამარცხა.