სალომე ზურაბიშვილი ოპონენტებს დებატებში იწვევს – ”ამ შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ ამ დებატებზე”

სალომე ზურაბიშვილი ოპონენტებს დებატებში იწვევს - ”ამ შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ ამ დებატებზე”პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ოპონენტებს დებატებში იწვევს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა განცხადება ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია არაევროპულია და მისი მისამართით ცილისმწამებლური განცხადებები კეთდება.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოპონენტებთან დებატები ნეიტრალურ სივრცეში უნდა შედგეს.

„გადავწყვიტე ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ მე ამ შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ ამ დებატებზე, მივიღებ მონაწილეობას ნეიტრალურ სივრცეში, რათა მე დავაფიქსირო ჩემი სამართლე, პოზიციები და ყველასთვის ნათელი მოვფინოთ იმას, რაც ხდება დღეს ქვეყანაში,“ – აცხადებს ზურაბიშვილი.