შავი ქლიავის მურაბა

შავი ქლიავის მურაბამასალა:

ქლიავი 1კგ.

შაქარი 1კგ.

წყალი 2 ჭიქა.

მომზადება:

ქლიავს მოვაცალოთ ყუნწები, გავრეცხოთ და გავაშროთ. შაქრისგან და წყლისგან მოვამზადოთ სიროფი (წარმოქმნილი ქაფი მოვხადოთ). სიროფი როდესაც მოიხარშება, ჩავყაროთ ქლიავი და ვხარშოთ 20 წუთი, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან და გავაჩეროთ სანამ მთლიანად არ გაცივდება მურაბა. შემდეგ ეს პროცესი გავიმეოროთ 3–4–ჯერ, სანამ მურაბა არ ჩასქელდება. შემდეგ ცავასხათ ქილებში და შევინახოთ გრილ ადგილზე.