ზაზა სარალიძე – “შენი თანატოლები დღეს ერთმანეთს შეხვდებიან, მამი… შენ კი ცივ მიწაში წევხარ, მამი!”

ზაზა სარალიძე - "შენი თანატოლები დღეს ერთმანეთს შეხვდებიან, მამი... შენ კი ცივ მიწაში წევხარ, მამი!"ზაზა სარალიძემ რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა:

“შენი თანატოლები დღეს ერთმანეთს შეხვდებიან მამი. ერთმანეთს მოუყვებიან ვინ სად გაატარა ზაფხული და იამაყებენ თავიანთი ისტორიებით.
შენ კი ცივ მიწაში წევხარ მამი ჩემო სადისტურად მოკლულო ვაჟკაცო.
ნუ გეშინია მამი არ ხარ მანდ მარტო,მე ხო მუდამ შენთან ვარ მამი.
შენ ლამაზ სულს ვენაცვალე მამი”