ნანუკა ჟორჟოლიანი – „ზურაბიშვილის გამო რატომ უნდა გამიღიზიანდეს კუჭი… მაგას გაუმწარდეს ყველა დღე“

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამიას მიერ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ წამოწყებულ წიწაკის კამპანიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

„ამიხსენი, სალომე ზურაბიშვილის გამო რატომ უნდა გამიღიზიანდეს კუჭი, ღვიძლი, ჯანდაბა მაგას, ისედაც ხო ვიცი, რა ჭირიცაა ქვეყნისთვის.

რას აიტეხე წიწაკის ჭამა?! მაგას გაუმწარდეს ყველა დღე, პრეზიდენტი თუ გახდება, მე რა დავაშავე, მე!“

ნანუკამ ამ პოსტზე ნიკა გვარამია მონიშნა.