ზუსტად იცით და შეგიძლიათ, ხმამაღლა თქვათ, რომ კალანდია მკვლელია?!

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

„როცა გირგვლიანის საქმეზე სამართლის აღსრულებას ითხოვდა საზოგადოება, მაშინ გასაგები იყო, კონკრეტულად ვის წინააღმდეგ გამოვდიოდით და ვის პასუხისმგებლობას ვაყენებდით.

ესენი იყვნენ ბობოლა ჩინოვნიკები, რომელთაც საკუთარი დანაშაულის დასაფარად სხვას ააღებინეს თავზე დანაშაული.

როდესაც ხალხი დამნაშავეების დასჯას ითხოვდა, ითხოვდა ამ მაღალჩინოსნების დასჯას. მათ უპირისპირდბეოდა. კონკრეტულ გვარებს ასახელდებდა.

დღეს სარალიძის საქმეზე მივიღეთ სიტუაცია, როდესაც მთელი საზოგადოება, ოპოზიცია, საპარლამენტო კომისია, ყველა ერთი 17 წლის ბიჭის, ვინმე მიხეილ კალანდიას დასჯას ითხოვს. ანუ ამდენი პროტესტის და გამოძიების მერე საბოლოოდ ასეთი სურათი გამოიკვეთა: კომისიის ოპოზიცური უმრვალესობა და საზოგადოების ასევე დიდი ნაწილის აზრით, ხელისუფლებამ ხელი დააფარა და ამდენი დავიდარაბა გადაიტანა 17 წლის მიხეილ კალანდიას გადასარჩენად.

შესაბამისად, თუ კალანდიას დაიჭერენ სამართალი აღსრულდება (ნუ ასევე უნდა მიაყოლონ ვიღაცეები, ვინც საქმე გააყალბა, თუმცა ვინ, კონკრეტულად ჯერ არ ვიცით) ოღონდ, ვერც კომისია და ვერც ვერავინ პირდაპირ ვერ ამბობს, რომ მიხეილ კალანდია მკვლელია, რადგან ამის პირდაპირი მტკიცებულებები ვერც კომისამ დადო.

ახლა საუბრობენ რაღაც გაურკვეველ საგანზე, რომელიც ამ ბიჭს, თურმე ხელში ეჭირა, მაგრამ ამ საგანს მჭრელი პირი ქონდა, თუ არა არავინ იცისო და მარტო ტარით კიდევ ადამიანს ვერ დაჭრი.

ჰოდა, ერთი კითხვა მაქვს: ახლა ხელისუფლებამ საზოგადოების ზეწოლით ანუ თავის გადასარჩენად ეს 17 წლის ბიჭი რომ დაიჭიროს და ის სინამდვილეში მკვლელი არ იყოს, ვინ აგებს ამაზე პასუხს?! ხართ აქ ვინმე, ვინც ზუსტად იცით და შეგიძლიათ, ხმამაღლა თქვათ, რომ კალანდია მკვლელია?! მე არ მინდა ჩვენი ზეწოლით კალანდიასგან განტევების ვაცი შევქმნათ!“ – წერს მერაბ მეტრეველი.

cyc.ge