ანა ლაშხელი-ონიანის გარდაცვალების შესახებ ფეისბუქში ინფორმაცია გავრცელდა – ”რატომ, რატომ ასე უდროოდ!”

ფეისბუქში გავრცელდა ინფორმაცია ანა ლაშხელი-ონიანის გარდაცვალების შესახებ.

”გუშინ წავიკითხე მისი პოსტი, ქიმია გავიკეთე და ვიბრძვიო, მოლში ვისეირნეო, კარგად ვიქნებიო…არ მჯერა ასეთი ლამაზი სულის ადამიანი ასე რომ გაქრა..”

”ვაიმე დედაა, ეს რა მესმის, ვაიმე, ვაიმე, ვაიმე😌😌 რა მოხდა ასე უცებ, მგონი სიზმარში ვარ? ამის დაჯერება როგორ შეიძლება, რამხელა სტრესია, გასკდა გული… რატომ, რატომ ასე უდროოდ, ყვალასათვის უსაყვარლესი ადამიანი….. რას ვწერ არ ვიცი, გონება ამემღვრა”

”ვაიმეეე 😥😥😥როგორ მჯეროდა რომ მოერეოდა ამ ყველაფერს 😥” – წერენ ფეისბუქში.

მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სექტემბრის ბოლოს ანა ლაშხელი-ონიანმა გაავრცელა ინფორმაცია მისი ავადმყოფობის შესახებ. ის ამბობდა, რომ სენის დასამარცხებლად ყველაფერს გააკეთებდა.