ეკა ბესელიამ 55 ათასი ლარი, გუგული მაღრაძემ კი 11 ათასი ლარი დახარჯა – “ფლანგვის დეტექტორი” დეპუტატების სამივლინებო ხარჯებს აქვეყნებს

ეკა ბესელიამ 55 ათასი ლარი, გუგული მაღრაძემ კი 11 ათასი ლარი დახარჯა - "ფლანგვის დეტექტორი" დეპუტატების სამივლინებო ხარჯებს აქვეყნებსმილიონ 700 ათასი ლარი – ეს თანხა დაიხარჯა გასულ წელს პარლამენტის დეპუტატების საზღვარგარეთ სამივლინებო ხარჯებზე.

“IDFI”-ის კვლევა ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორმა” გაასაჯაროა. გამოქვეყნებულია იმ დეპუტატების სიაც, ვინც მივლინებაში ყველაზე მეტი თანხა დახარჯა. მათ შორის პირველ ადგილზე ეკა ბესელიაა – იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს თითქმის 55 ათასი ლარი აქვს ათვისებული. 11 ათასი ლარი აქვს დახარჯული გუგული მაღრაძეს.

„თავი გამოიჩინა ეკა ბესელიამ რომლის ვიზიტებზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 55.000 ლარზე მეტი დაიხარჯა, ის საშუალოდ თვეში ორჯერ კვეთდა საზღვარს. ხელისუფლებას აქვს გამოცხადებული ხარჯების ოპტიმიზაციის პოლიტიკა, რაც რიცხვებში არ გამოიხატება და პირიქით ზრდა გვაქვს ამ მაჩვენებლით“-აცხადებს ორგანიზაცია ”ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარი დავით მჟავანაძე.

რუსთავი 2