პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილისთვის ექიმების მიერ გაღებულ საარჩევნო შემოწირულობას შესახებ სოციალურ ქსელში მაია სიმონიშვილი წერს:
„ექიმებმა 200.000 საარჩევნო კამპანიას გადაურიცხეს. ამ შემთხვევაში, კანდიდატის ვინაობას მნიშვნელობა არ აქვს, განსხვავება ის არის, რომ ამერიკაში ამ თანხით ხელმოკლე პაციენტებისთვის დახმარების ფონდი შეიქმნებოდა, ან დიაგნოსტიკა გაუმჯობესდებოდა.
პრობლემა საარჩევნო კამპანიის გარეშეც ქართველის აზროვნებაშია, ვისაც ისეც არ აკლია, იმასთან ნახევრადმშიერმა იტყლარჭოს და ვისაც მართლა სჭირდება, იმას “ბალახი ძოვეო” სახელმწიფო კაბინეტიდან უთხრას.
ამ დროს, ტრამპის რძალმა დემოკრატებს მისცა ხმა და ამისთვის ოჯახში არ დაუწუნიათ.
მადლობა ღმერთს, რომ ეს მონარქია არ არის და სულ ამ მდგომარეობას არ უნდა ვუყუროთ. ახლა ხომ მიხვდით, არჩევნების უფლება რამხელა სიკეთეა ასეთ საზოგადოებაში!
200.000 ლარით რამდენი სიცოცხლე გადარჩებოდა და ამაზე მნიშვნელოვანი პროფესიონალი ექიმისთვის არაფერი უნდა იყოს დედამიწაზე.
ვისაც ისეც არასდროს მოშივდება, იმას რომ ტენიან იმ ყველაფერსაც, რაც სხვას გადასარჩენად ჭირდება, ეს გაუცნობიერებელი ინერცია არის, თუ ასეთი გაუწონასწორებელი უსამართლობა უფროსებმა გვასწავლეს?
განვითარებული ქვეყნები ზუსტად ასეთი ენთუზიაზმით შექმნილმა, მხოლოდ საზოგადოებრივმა ფონდებმა განავითარეს. მათ შორის, საფრანგეთშიც, სადაც კაცებმა თავიანთი საკუთარი ძალადობისა და შიმშილისგან შვილებისა და მათი დედების დასაცავად ქალების სამინისტროც ცალკე შექმნეს“, – წერს მაია სიმონიშვილი.

