გია ვოლსკი – წინასაარჩევნო ბატალიები გლადიატორების ბრძოლას დაემსგავსა

გია ვოლსკი - წინასაარჩევნო ბატალიები გლადიატორების ბრძოლას დაემსგავსაწინასაარჩევნო ბატალიები დაემსგავსა გლადიატორების ბრძოლას, სადაც ადამიანები ცუდ სიტყვებს არ იშურებენ ერთმანეთის მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა ერთ საკითხზე შევაჩერო განსაკუთრებული ყურადღება – ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, რომ არის ლანძღვა, გინება, წინასაარჩევნო ბატალიები დაემსგავსა გლადიატორების ბრძოლას, სადაც ადამიანები ცუდ სისტყვებს არ იშურებენ ერთმანეთის მიმართ. სინამდვილეში ვამბობთ, რომ ერთმანეთის მიმართ ხდება ეს ყველაფერი, თუმცა ძირითადად ეს ყველაფერი ერთი ადამიანის მიმართ ხორციელდება – ეს არის სალომე ზურაბიშვილი. არ დარჩენილა ოპონენტი, რომელსაც არ გაეღო პირი და არ ეთქვა ის, რაც არის ჩვენს საზოგადოებაში დასახელებული და გაგებული, როგორც შეურაცხმყოფელი სიტყვა. ამხელა რაოდენობის დეზინფორმაცია, რაც მოვისმინეთ, მე არ გამიგია. ადამიანები პირდაპირ გვპირდებიან არც მეტი, არც ნაკლები სამოქალაქო დაპირისპირებას, ყველაფრის დანგრევას და გვეუბნებიან, რომ ამას ქადაგებს უმრავლესობა. ამას გვეუბნებიან ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ 8 აგვისტოს, დილის 12 საათამდე გვარწმუნებდნენ, რომ რუსეთი არ შემოდის და ამ სეპარატისტ, პროვოკატორებს 2 საათში მოვუღებთ ბოლოსო. დღეს ესენი გვეუბნებიან, რომ თურმე სალომე ზურაბიშვილს უთქვამს, რომ დაპირისპირებისკენ მივყავდით ამ დაძაბულ რიტორიკასო. მთელი მსოფლიო იგივეს ამბობს. აქედან გამომდინარეობს ის, რომ 130 თუ მეტი სამოქალაქო პირი გახდა მსხვერპლი იმის, რომ ვაშაძე, იაკობაშვილი და სხვები, სააკაშვილის მეთაურობით ამბობდნენ, რომ არაფერი არ ხდებოდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატი აკრიტიკებს იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ ჰააგაში, სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის წიგნი გამოიყენეს საქართველოს წინააღმდეგ. ვოლსკის თქმით, „ეს არის უზნეობა, რადგან სასამართლო პროცესები ჯერ არ დასრულებულა“.

„კარი შემოგიმტვრია რუსეთმა. შიგნიდან თუ გაუღეს ამათმა კარი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ არის აგრესორი და ოკუპანტი. განა შეიძლება ავიტანოთ ამდენი ტყუილი?! მე ამ ადამიანებს ვერ დავადანაშაულებ იმაში, რომ კომპეტენცია არ ყოფნით. ზუსტად იციან რა მოხდა. კანდიდატი ვეღარ იგერიებს ამ შემოტევას, რადგან მის გარდა არც ერთი სხვა კანდიდატი არ ერიდება, რომ ყველამ გაიმეოროს ის რიტორიკა, რაც ესმით „ნაციონალური მოძრაობისგან“. ეს არის რეალობა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, კარგად შეფასოს რა მოხდა რეალურად, ვინ იყო ამის შემოქმედი, დამგეგმი და განმახორციელებელი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.