გიორგი გაბედავამ დღეს ფეისბუქში დაწერა:
”6 წლის წინ, ამ დღეს, ციხეში შევხვდი. მთელი ღამე გავათენეთ პატიმრებმა, ეგზითპოლებს ვუყურებდით. მეცხრე არხის გარდა ყველგან ანახებდნენ რომერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement-მ მოიგო არჩევნები, მაგრამ გვჯეროდა რომ მიშა წავიდოდა. იმ დღეს ციხის ჯალათები დაგვემუქრნენ მიუხედავად იმისა რომ პატრული იყო ციხეებში მობილიზებული, რომ მორჩეს არჩევნები თქვენ განახებთ თქვენსასო. ცოცხალი ვერ გახვალო ერთმა მითხრა, კაკომ, ის ეხლაც მუშაობს, ოცნებაში დაწინაურდა 🙂
როგორც კი შედეგები დაიდო, მთელს ქსნის ზონაში ისმოდა შეძახილები, მილოცვები და სიხარული ტრიალებდა. ყველას სჯეროდა, რომ ახალი ნორმალური სახელმწიფოს შენება იწყებოდა და ყველა ჩავერთვებოდით ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის შრომაში. 3 თვეში ციხიდან გამოვედი, ისიც იმიტომ რომ პარლამენტი ბუსუსებიანი პრეზერვატივების კანონპროექტით იყო დაკავებული… მანდ დაიწყო ჩემი ეჭვების გაღვივება, რომ იგივე ძალა მოვიდა მთავრობაში რაც იყო, უბრალოდ ცოტა სახეცვლილი და უფრო ცბიერი…
მთელი საქართველო გადააგდო ქართული ოცნება / Georgian Dream-მ, მთელი ქვეყანა … მკვლელები არ დაისაჯნენ, არც ჯალათები…. დააწინაურეს ყველა ვინც ჩვენს რეპრესიებში იღებდნენ მონაწილეობას…
სულ დამავიწყდა, ეთერებში სულ ჩვენს საქმეს ახსენებდნენ, აი როგორ დაიჭირეს ბიჭებიო, ნაძირლებო ბიჭები გამოუშვითო, უხ ეს რა ქენითო, მაგრამ მერე ბუსუსებიანი პრეზერვატივები გახდა უფრო მნიშვნელოვანი 🙂
6 წელი გავიდა… ისევ მკვლელები დადიან გარეთ… პოლიციელების მოკლული ისევ ყავს ახალ მთავრობას, პაატა პავლიაშვილი… თემირლან მაჩალიკაშვილიც მოკლა სპეცრაზმმა უაზროდ… ეკა ხერხეულიძის შვილს როგორც შერჩა ბევრი რამ, ისე მიხეილ კალანდიასაც შეარჩინა ახალმა მთავრობამ… პოლიცია როგორც არღვევდა ჩემს უფლებებს მიშას დროს, ისევ ისე არღვევს და უფრო მეტადაც კი ახალი მთავრობის დროს… ადრე კუდი დაგვსდევდა და გვივრცელებდა ჭორებს, ეხლა იგივეს სუსი აკეთებს… უსამართლობის შეგრძნება რაც მიშას დროს იყო ეხლა გაასმაგებულია, როგორც ბიძოს ბიუჯეტი… მიშას დროს იტაცებდნენ ხალხს, ეხლაც იტაცებენ, მაგალითად ლევან ყიფიანი, მინისტრი იყო რომ მოიტაცეს და აწამეს, კიდევ უამრავი მოიტაცეს და აწამეს… ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი მოიტაცა სუსმა, ოქროყანაში აიყვანეს, დააბრალე გაბედავას რომ პატიმრებს აწამებდაო… ჟურნალისტებს მიშას დროსაც არბევდნენ და იტაცებდნენ, ახლაც იტაცებენ… ზაზა სვანაძე პირდაპირი ეთერის დროს გაიტაცეს და უკანონოდ ჰყავდათ დაპატიმრებული, პასუხი არავინ აგო…
არ ვიცი რამდენი რამ გავიხსენო…
კიდევ ერთი პარალელი, მიშას დროსაც ლანძღავდნდნ მშვილმოკლულ მშობლებს, პოლიტიკოსებმა იყიდესო, ვაჭრობენ შვილების სულითო, კუდი ავრცელებდა ამ ხმებს, ეხლაც იგივე ხდება სუსის მხრიდან Zaza Saralidze-ს და მალხაზ მაჩალიკაშვილის მისამართით…
გავიდა 6 წელი და ვფიქრობ: რისთვის ვიბრძოდით ციხიდან? რატომ ვრეკავდით პატიმრები ყველა ნაცნობთან და ვთხოვდით რომ არჩევნებზე წასულიყვნენ, თუ იგივე უნდა განმეორებულიყო…”

