ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრისას გაერთიანებული ოპოზიცია- „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქალებს მოუწოდა, რომ არა მარტო თავად მივიდნენ არჩევნებზე, არამედ აქტიურად ჩართონ არჩევნებში მათი ოჯახის წევრი მამაკაცებიც:
„დიდი მადლობა აქ მოსულ ქალბატონებს, იმიტომ რომ თქვენ ხართ ოქროები, იმიტომ, რომ რაც თქვენ გადაიტანეთ 90-იანი წლების შემდეგ ადამიანის ძალებს აღემატება. აი, ეს ანგელოზები გამოუშვით ქუჩაში, დაბანილი-დავარცხნილი გყავთ ყველა გარშემო და რაც მთავარია, ოჯახის შენარჩუნებით, სახელმწიფო შეინარჩუნეთ. თხოვნა მაქვს თქვენთან, თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების ლოკომოტივი, მოწყვიტეთ დივანს, ლუდს, ფეხბურთს, ჩაავლეთ ხელი, მოიყვანეთ 28 ოქტომბერს, იმიტომ რომ სულელი კაცი თვლის, რომ თვითონ არის ოჯახის უფროსი და ჭკვიანმა კაცებმა ვიცით, ვინ არის ოჯახის უფროსი.“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ნიუპოსტი

