ჰაიტიზე 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. პირველადი მონაცემებით დაღუპულია სულ მცირე 7 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 130-ს აღწევს. ამის შესახებ CNN წერს.
გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ პორ-დე-პედან 19 კილომეტრში მდებარეობდა.
მიწისქვეშა ბიძგები გამთენიისას დაფიქსირდა.
იმედინიუსი