ინგა გრიგოლია – “ხელისუფლების ფანკლუბი დაჟინებით ამტკიცებს, რომ სისულელეა ზაზა ოქუაშვილის ბრალდებები… მაგათაც რა ქნან…”

ინგა გრიგოლიამ რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა:

“ირაკლი ოქრუაშვილის ის ცნობილი ინტერვიუ რომ გავიდა ეთერში, მახსოვს,მეორე დღეს ,ხელისუფლება მის გაბაიბურებას ცდილობდა,ზოგი დასცინოდა,ზოგი ამბობდა ,ამ სისულელეზე კომენტარს როგორ გავაკეთებთო და მერე რა და როგორ განვითარდა,აღარ მოვყვები,კი იცით ისტორია ჩემზე კარგად…ახლა ,,ოცნების,, რეაქციას ველი,ფბ სტატუსებით რასაც ვხვდები,ხელისუფლების ფანკლუბი დაჟინებით ამტკიცებს,რომ სისულელეა ზაზა ოქუაშვილის ბრალდებები. ჯერ გამოძიება არ ჩატარებულა და მაინც ამტკიცებენ(მაგათაც რა ქნან)…. ხოდა,ფანკლუბის მიღმა,რომელსაც გამოძიებამდე სჯერა,რომ ბიზნესმენის განცხადებები ტყულია,პოლიტიკური გუნდის განცხადებებს და პასუხებს ველი ამ უმძიმეს ბრალდებებზე.თუ ვინმე დაამშვიდებს შიგნით მთლად უფროსებს და ეტყვის,რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მწარე ტყუილი იქნება.”