ლალი მოროშკინა – “მე ჩავიფსი… არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე… სე ლა…ვი”

ლალი მოროშკინა - "მე ჩავიფსი... არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე... სე ლა...ვი"რამდენიმე საათის წინ ლალი მოროშკინამ ფეისბუქში დაწერა:

“”მე ჩავიფსი”- როდესაც მე, ლალი მოროშკინა, ქართულ სატელევიზიო სივრცეში “გავუტარებ” ამ რეპლიკას ჟიურის წევრ ზაკ რისს- მე აღარ ვარ მე!
როდესაც ვხედავ აშკარა უპატივისცემლობას(ეს მინიმუმ) ჩერტკოევის მხრიდან პროექტის ზოგიერთი მონაწილის მისამართით და მერე რა რომ მე ეს არ მეხება?- მე,
მე არ ვარ!!!
როდესაც ჟიური უწუნებს ქორეოგრაფიულ დადგმას მონაწილეებზე 24 საათიანი რეჟიმით გადაყოლილ უკრაინელებს და ტყუპებს და მე ვჩუმდები- მე, მე აღარ ვარ!
როდესაც ჩემი კოლეგის Tornike Kverenchkhiladze-ის ცეკვის დროს ძაბვის ვარდნაა და ის ამის გამო ტოვებს პროექტს , ხოლო მე ჩუმად ვარ- ვინ ვარ მე?
*ჩემი ულტიმატუმია, ჩემი მაღალი ქულების ხარჯზე-
დაბრუნდნენ პროექტში თორნიკე და ანი ჯავახი!!!
* არ დატოვონ პროექტი უკრაინელმა ქორეოფრაფებმა და ტყუპებმა!
* უღრმესი მადლობა 21 წლის დიმა ვარანკინს, რომელიც ნამდვილად კარგი მეწყვილე და საუკეთესო მოცეკვავეა!
ყველას დიდი მადლობა და
ნახვამდის!
P.S. არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე…სე ლა…ვი”