ლევან ყიფიანმა პროკურატურა დატოვა – “შეკითხვები ახალ გარემოებებზე იყო”

ლევან ყიფიანმა პროკურატურა დატოვა - "შეკითხვები ახალ გარემოებებზე იყო"ცოტა ხნის წინ ლევან ყიფიანმა თბილისის პროკურატურა დატოვა.

პროკურატურას ლევან ყიფიანთან შეკითხვები ძირითადად ახალ გარემოებებზე ჰქონდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს  ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, თუმცა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

როგორც ხაჭაპურიძემ განმარტა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება 10 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში გაკეთდება. კომენტარის გაკეთება არ ისურვა თავად ლევან ყიფიანმაც. მისი თქმით, ხუთსაათიანი გამოკითხვა დამღლელი იყო. ყიფიანის განცხადებით, ოთხშაბათს ყველა არსებულ კითხვას გასცემს პასუხს. კონკრეტულად რომელ საათზე და სად გამართავენ ყიფიანი და მისი ადვოკატი პრესკონფერენციას, უცნობია.

ლევან ყიფიანი გამომძიებლებმა ე.წ. „ომეგას საქმესთან“ დაკავშირებით გამოკითხვაზე ხელმეორედ დაიბარეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს ძირითადად დამატებითი კითხვები „თიბისი ბანკის“ ეპიზოდსა და 4 მილიონი ლარის გატანის საკითხზე ჰქონდათ.