მაია ოთინაშვილი – “რუსულ სამხედრო ბაზაზე თვალახვეული გადამიყვანეს”

მაია ოთინაშვილი - "რუსულ სამხედრო ბაზაზე თვალახვეული გადამიყვანეს"რუსი სამხედროების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილი გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

“რუსულ ბაზაზე გადაყვანის დროს თვალები ახვეული მქონდა”, – უთხრა ახალგაზრდა ქალმა “პირველ არხს”.

„რუსულ ბაზაზე ვიყავი ერთი დღე, დილიდან საღამომდე. აქედან დაკავების დროს ძალის გამოყენებით გადამიყვანეს. კარგად არ მესმოდა, რუსულად რას ლაპარაკობდნენ. მოჰქონდათ რაღაც ფურცლები და ხელს მაწერინებდნენ.

ბაზიდან ცხინვალის იზოლატორში გადამიყვანეს, ოთხი დღე იქ ვიყავი. მეხუთე დღეს სასამართლო გვქონდა. ერთთვიანი შეგვიფარდეს და მას შემდეგ ციხეში ვიყავი.

ორი სასამართლო პროცესი იყო. ერთწლიანი პირობითი მომისაჯეს. განმიმარტეს, რომ ექვსი თვე არ უნდა ჩავიდინო ეს დანაშაული, ისინი რასაც ეძახიან დანაშაულს. თუ მერე კიდე დავიჭერთ, მერე გაგასამართლებთო. ყველაზე ძალიან ჩემი სახლი და ბავშვები მენატრებოდა“, – განაცხადა მაია ოთინაშვილმა.

ნიუპოსტი