მანანა ფრუიძე – “ანა 32 წლის იყო… ავადმყოფობას არა აქვს ეროვნება, არც ფერი, არც საზღვრები… არც სიკვდილს არა აქვს ეროვნება”

მანანა ფრუიძემ ფეისბუქში დაწერა:

“არ ვაპირებდი ამ პოსტის დაწერას, რომ არა ერთი დიდი და მოუნელებელი ტკივილი,- ანა ლაშხელი ონიანის გარდაცვალება 😢
ბ-ნმა ცუკენბერგმა სიახლე დაამატა ფეისბუქის პირად გვერდს. ეს არის მომხმარებლის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ნებაყოფილობითი ფულადი შემოწირულობის გვერდი.
ანუ, იუბილარის მეგობრებიდან, თუ ვინმეს სურვილი აქვს, ერთი დაწკაპუნებით შეუძლია “გაჩუქოს” ნებისმიერი თანხა და შენი ეს საჩუქარი/შემოწირულობა გადაეცემა იმ ორგანიზაციას, რომელსაც შენ აირჩევ (სია დიდია)
ამჯერად, ამერიკაში, კერძოდ St.Jude- ს ჰოსპიტალში, სიმსივნით დაავადებულ ბავშვებთან გაიგზავნება მოგროვილი თანხა , რომელმაც უნდა(?) შეადგინოს 500$…
ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი ჩემი უახლოესი მეგობარი დაუდგა გვერდით ბავშვებს. ვიცოდი მისი უღალატობის ამბავი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.
მეორემ, კიდევ უფრო უახლოემა მეგობარმა განმიცხადა ” იცოდე, მე არ ჩავრიცხავ ფულს, მეგონა, საქართველოში ეხმარებოდი ბავშვებსო. მაგათ მშვენივრად ხედავს ამერიკაო” (?)
St. Jude ჰოსპიტალში რეგულარულად ვაგზავნიდი ჩეკს, პატარებისთვის. არც საქართველოში შემშლია ამ მხრივ რამე, შესაძლებლობის ფარგლებში…
ჩვენი , მართლაც უფლის ჩიტი, უნიჭიერესი, ულამაზესი და უსაყვარლესი ანა ვახსენე ზემოთ…
ავადმყოფობას არა აქვს ეროვნება, არც ფერი, არც საზღვრები…
არც სიკვდილს არა აქვს ეროვნება  😢
ანა 32 წლის იყო… დაამარცხა კიბომ, ამ მსოფლიოს დამჩოქებელმა სენმა …
“ირემმა ირემს ბალახი მიაწოდა. ვიცი, შენც თავზესაყრელად გაქვს, მაგრამ ჩემი მორთმეული გესიამოვნებაო”…
25 -ში ჩემი დაბადების დღეა. ვიფიქრე, კიდევ ერთ. კეთილ საქმეს გავაკეთებთქო და … კაციშვილი არ ჭაჭანებს დონაციის გვერდზე  🙁
ჩამმწარდა ოქტომბერი, ჩვენი საყვარელი გოგონების უცხო მხარეში გადაფრენის გამო…
არ მინდა მოლოცვები, არც მოფერებები და იმის მტკიცება, როგორ გიყვარვართ. არც ბრჭყვიალა და ასეთი დღისთვის. საგანგებოდ გადანახული ტორტების და თაიგულების ცვენა.
ჩემი საჩუქარი ავადმყოფი ბავშვების გახარება იქნება და კიდევ ის, რომ რეალური ქმედება და გვერდში დგომაა მთავარი და არა ის, რამდენს უყვარხარ, სხვების დასანახად  🙁
მე თქვენ მართლა მიყვარხართ და გთხოვთ, დაფიქრდით ამ პოსტზე  ❤”