მილანს იბრაჰიმოვიჩის ყიდვა სურს

მილანს იბრაჰიმოვიჩის ყიდვა სურსზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა მილანში დაბრუნდეს. იტალიელებმა ზლატანის მიმართ სერიოზული ინტერესი გამოხატეს და უახლოეს მომავალში ისინი აპირებენ რომ ლოს ანჯელეს გელექსის დაუკავშირდნენ, სადაც ამჟამად თამაშობს ზლატანი.
იბრაჰიმოვიჩის ბოლო ევროპული გუნდი მანჩესტერ იუნაიტედი იყო, სადაც მან რამდენიმე წელიწადი გაატარა, ხოლო მილანში კი ის 2010-2012 წლებში თამაშობდა. ზლატანი უკვე 37 წლის არის, მაგრამ ჯერჯერობით შვედი ფორვარდი კარიერის დასრულებას არ აპირებს.