ნიკა გვარამია – ”ძვირფას ქოცებს სააკაშვილის საუბრები დაუმონტაჟებიათ ჩემთან და მათ გამოყრას აპირებენ”

ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ ფეისბუქში დაწერა:

”ძვირფას ქოცებს სინთეზური ხმის გამოყენებით დაუმონტაჟებიათ სააკაშვილის სატელეფონო საუბრები მისი პარტიის წევრებთან და რამდენიმე სხვა ადამიანთან, ჩემი ჩათვლით. როგორ ყვირის, ჩხუბობს და შეურაცხყოფებს აყენებს. და აპირებენ წინასაარჩევნოდ გამოყრას.

რა სისათუთეა 😍 საკუთარ ნამდვილ ჩანაწერებს მიხედეთ, ექსპერტიზით რომ დასტურდება მათი ნამდვილობა. და დაელოდეთ ბიძინას წარმოთქმულ ოთხ მილიონს 😈”