ნინო ჯანგირაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა:
”თავიდან მომეჩვენა რომ ჩვენი ქონების დაყადაღების შესახებ სტატუსს ზედმეტად დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. თუმცა რომ ვუკვირდები ამ ისტორიას, სინამდვილეში საქმე შეიძლება სულაც არ იყოს საღლიცინოდ. ინციდენტი თითქოს ამოწურულია, შემოსავლების სამსახური მედიას ეუბნება რომ სისტემამ ყადაღა ავტომატურად დაგვადო. თუმცა ეს არის ტყუილი. ავტომატურად ინკასო არაერთხელ დამდებია, თანმხლებ ყადაღა–გირავნობასთან ერთად. თანხის ჩამოჭრის შემდეგ კი ავტომატურად მოხსნილა. ამჯერად შემოსავლების სამსახურმა გამოსცა ბრძანება ჩვენს ბალანსზე რიცხული “ნებისმიერი ქონების“ დაყადაღების, მისი აღწერის, განკარგვის შეზღუდვის და სხვა თანმდევი ღონისძიებების შესახებ. გამოყო სპეციალური ადამიანები გვარ–სახელებით, ვისაც ეს ღონისძიებები უნდა ჩაეტარებინა, დაადგინა ვადები და ა.შ. ეს იყო სრულიად არაპროპორციული ზომა დავალიანების მოცულობისა და რეალობის გათვალისწინებით და სისტემა ასეთ უკანონო ზომებს თუ ავტომატურად იღებს, მაშინ კარგად ყოფილა საქმე. ვფიქრობ უბრალოდ მოსინჯეს, რა რეაქცია მოჰყვებოდა ასეთ ნაბიჯს. კარგია რომ ვიცი რაზეა ეს ხელისუფლება ჩვენს წინააღმდეგ წამსვლელი. მადლობა ბატონო ბიძინი. გპირდებით, რომ თქვენნაირს კიდევ მინიმუმ ხუთს გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან.”

