პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში დაიბარესმთავარ პროკურატურაში ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის მეუღლე გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც “ნიუპოსტს” პროკურატურიდან აცნობეს, ბურჭულაძის მეუღლე საგამოძიებო ორგანოში დღეს, 17:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

უწყების ცნობით, “საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანა“-ს დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.
მიმდინარე გამოძების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 2018 წლის 1 მარტსაც დაიბარეს, თუმცა მაშინ იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა და ამის მიზეზად მისი საზღვარგარეთ ყოფნა დასახელდა”