პოლ პოგბა: ”ხმის ამოღება ამიკრძალეს”

პოლ პოგბა: ”ხმის ამოღება ამიკრძალეს”მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთმა ლიდერმა პოლ პოგბამ გუნდში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და თქვა რომ მას ამ თემაზე საუბარი აუკრძალეს. პოგბას თქმით მას ბევრი საუბარი შეუძლია, მაგრამ ამ ეტაპზე ამის გაკეთებას არ აპირებს:
”საკმაოდ ბევრი სათქმელი დამიგროვდა, მაგრამ მითხრეს რომ გუნდში არსებულ ვითარებაზე კომენტარი არ გამეკეთებინა, ამიტომ არაფერს ვიტყვი. მომავალში გამოჩნდება, რამდენად მართალი ვიყავი”–განაცხადა პოგბამ.
უკვე რამდენიმე თვეა პოგბას უთანხმოება აქვს ჟოზე მოურინიოსთან და ამის გამო, მან შეიძლება გუნდიც კი დატოვოს.