სამშენებლო კომპანია “სვეტის” დირექტორი გივი ჯიბლაძე დააკავეს

სამშენებლო კომპანია "სვეტის" დირექტორი გივი ჯიბლაძე დააკავესსამშენებლო კომპანია “სვეტის” დირექტორი გივი ჯიბლაძე დააკავეს. ის თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე სახლში აიყვანეს. დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისში აღმაშენებლის ხეივანსა და სოფელ წეროვანთან სპეცოპერაციები ჩატარდა, რომლებიც კომპანია “სვეტის” დამფუძნებლის, გივი ჯიბლაძის გატაცებას უკავშირდებოდა. მაშინ ჯიბლაძე აცხადებდა, რომ ის სახლიდან გამოსვლის დროს გაიტაცეს. ბიზნესმენის თქმით, ოთხმა გამტაცებელმა თავზე ტომარა ჩამოაცვა და ერთ-ერთ ავტოსადგომზე გადაიყვანა.

გამტაცებლები ბიზნესმენს იარაღის მუქარით 150 ათას დოლარს სძალავდნენ და 200 კვადრატული მეტრი ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ. სპეცოპერაციის ფარგლებში ოთხი ადამიანი დააკავეს: დავით ბერეჟიანი, ნიკიფორ კუტალაძე, ლევან ჩქარეული და ნიკოლოზ ბახტაძე. მათ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება აღიარეს.

გივი ჯიბლაძე წელს ივლისშიც დააკავეს.